VIDEO: ჩაკვეტაძემ სეზონი საგოლე გადაცემით დაიწყო - „სლოვანმა“ ჩეხური კლუბი დაამარცხა » სპორტის ხაზი

VIDEO: ჩაკვეტაძემ სეზონი საგოლე გადაცემით დაიწყო - „სლოვანმა“ ჩეხური კლუბი დაამარცხა

VIDEO: ჩაკვეტაძემ სეზონი საგოლე გადაცემით დაიწყო - „სლოვანმა“ ჩეხური კლუბი დაამარცხა
21-01-2023, 13:11
Aa Aa
გაზიარება:

ბრატისლავის "სლოვანმა" ამხანაგური მატჩი ჩაატარა ბრნოს "ზბროევკასთან" და ანგარიშით 2:1 იმარჯვა - ამ მოგებაში გიორგი ჩაკვტეტაძემ დიდი როლი ითამაშა.

ჩეხეთის უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონის გუნდთან მატჩის პირველ ტაიმში "სლოვანის" ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ჯაბა კანკავა იყო, ხოლო მეორე ტაიმში მოედანზე გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე გამოჩდნენ.

სენიცაში გამართულ მატჩში ანგარიში მე-19 წუთზე "ზბროევკას" შემტევმა, მიხალ შევჩიკმა გახსნა. ბრატისლაველებმა წონასწორობა მალე აღადგინეს – 26-ე წუთზე მოედნის ცენტრში გადაცემა ჯაბა კანკავამ ჩაჭრა, შეტევა კი ალექსანდარ ჩავრიჩმა დააგვირგვინა – 1:1.

82-ე წუთზე ჩაკვეტაძის შესრულებული ჯარიმის შემდეგ "სლოვანის" თავდამსხმელს გატანა შეეძლო, მაგრამ მცველმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. სტანდარტი კვლავ გიორგიმ შეასრულა და მისი გადაცემის შემდეგ იურაი კუცკამ "სლოვანი" დააწინაურა 2:1 და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ბრატისლავის "სლოვანი" ამის შემდეგ ავსტრიაში გაემგზავრება, სადაც კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – ვალდიმირ ვაისის გუნდი 25 იანვარს "სენტ პოლტენს" დაუპირისპირდება, ხოლო 28 იანვარს – "ზალცბურგს".

იხილეთ ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემა:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი