რა უთხრა ფაჩულიამ საქართველოს პრეზიდენტის შვილს ბაიდენთან სტუმრობისას? » სპორტის ხაზი

რა უთხრა ფაჩულიამ საქართველოს პრეზიდენტის შვილს ბაიდენთან სტუმრობისას?

რა უთხრა ფაჩულიამ საქართველოს პრეზიდენტის შვილს ბაიდენთან სტუმრობისას?
21-01-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გოლდენ სტეიტ უორიორსის ყოფილი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია გუნდთან ერთად თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სპეციალურ მიღებაზე იმყოფებოდა.

ცნობისთვის, ეს უკვე ნამდვილი ტრადიციაა, როდესაც NBA-ს ჩემპიონს ქვეყნის პრეზიდენტი თეთრ სახლში იწვევს და ჩემპიონობას ასე ულოცავს. მიუხედავად ამისა, გოლდენ სტეიტი პრეზიდენტის მიწვევაზე (დონალდ ტრამპის დროს) უარს ამბობდა. ბოლო 8 წლის განმავლობაში გოლდენ სტეიტე 4-ჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი, პრეზიდენტთან საზეიმო მიღებაზე კი წელს პირველად იმყოფებოდა.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ზაზა ფაჩულიას აქამდე თეთრ სახლში სტუმრად არასდროს ყოფილა. ვიზიტის დასრულების შემდეგ, ვეტერანმა კალათბურთელმა ემოციები აშშ-ში მოღვაწე ქართველ ჟურნალისტს და ასევე საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის შვილს, ქეთევან გორჯესტანს გაუზიარა.

"ასეთ ღონისძიებაზე პირველად ვარ, ძალიან მოხარული, ძალიან ბედნიერი ვარ. ეს იყო, რაც წინა ჩემპიონობის დროს არ გამომიცდია."- თქვა ზაზა ფაჩულიამ.

შეგახსენებთ, რომ გოლდენ სტეიტში მოღვაწეობის პერიოდში ზაზა ფაჩულია ორჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი.




კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი