სეუტა განადგურებულია | ბარსელონა კოპა დელ რეის 1/4 ფინალში გავიდა » სპორტის ხაზი

სეუტა განადგურებულია | ბარსელონა კოპა დელ რეის 1/4 ფინალში გავიდა

სეუტა განადგურებულია | ბარსელონა კოპა დელ რეის 1/4 ფინალში გავიდა
20-01-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, 23:00 საათზე კატალონიის ბარსელონა ესპანეთის ქვედალიგელ სეუტას კოპა დელ რეის 1/8 ფინალის ეგიდით ესტუმრა, სადაც ჩავი ერნანდესის ბიჭებმა გამანადგურებელი ანგარიშით, 0:5 მოიგეს და მომდევნო ეტაპზე კვალიფიცირდნენ.

აღსანიშნავია, რომ ესპანელმა სპეციალისტმა რამდენიმე ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეს (პედრი, გავი, დემბელე, კუნდე და სხვები) დასვენების შესაძლებლობა მისცა, შანსი კი იმ ფეხბურთელებმა მიიღეს, რომლებიც შედარებით ცოტას თამაშობენ (პაბლო ტორე, კესიე, ინაკი პენია, ბელერინი და ა.შ).

რაც შეეხება გოლებს, ისინი რობერტ ლევანდოვსკიმ (2), რაფინიამ, კესიემ და ანსუ ფატიმ გაიტანეს. ბარსელონა მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა, რაც შედეგზეც ლოგიკურად აისახა.

ცნობისთვის, ბარსელონას მომდევნო მეტოქე კოპა დელ რეიზე ჯერჯერობით უცნობია. საგულისხმოა, რომ 1/4 ფინალში თითქმის ყველა ესპანური გრანდი გავიდა (ატლეტიკო, რეალი, ვალენსია, სევილია) და წესით, ამ ეტაპიდან სერიოზული დაპირისპირებები უნდა ვიხილოთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი