"ვალენსია კოპა დელ რეის მოგებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს" | ჯენარო გატუზო » სპორტის ხაზი

"ვალენსია კოპა დელ რეის მოგებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს" | ჯენარო გატუზო

"ვალენსია კოპა დელ რეის მოგებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს" | ჯენარო გატუზო
20-01-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ,მგიორგი მამარდაშვილის ვალენსია ხიხონის სპორტინგს ესტადიო ელ მონინონზე კოპა დელ რეის ეგიდით ესტუმრა, სადაც ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მეტოქე 0:4 გაანადგურა და მომდევნო ეტაპზე კვალიფიცირდა.

თამაშის დასრულების შემდეგ, კომენტარი "ღამურების" იტალიელმა სპეციალისტმა, ჯენარო გატუზომ გააკეთა, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ მას ამ თამაშის ძალიან ეშინოდა. გარდა ამისა, გატუზომ ისიც თქვა, რომ ვალენსია ამავე ტურნირის მოსაგებად დიდ ფსონს ჩამოდის:

"ხიხონის სპორტინგთან თამაშის მეშინოდა, რადგან როდესაც კლუბში ახალი მწვრთნელი მოდის, მის დასანახად ფეხბურთელები გამორმაგებული ენერგიით თამაშობენ, რათა თავი გამოიჩინონ და ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრონ."

"მომდევნო ეტაპზე გასვლით ძალიან გახარებულები ვართ, რადგან კოპა დელ რეის მოსაგებად ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენ მისი ტრიუმფით დასრულება გვსურს. მიუხედავად ამისა, ვალენსია არც ლა ლიგას ივიწყებს, რომლის რთულ მომენტებშიც გუნდი მინდორზე საუკეთესო ფორმაში უნდა გავიყვანო. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არა რომელიმე ჩემპიონატი, არამედ კარგად თამაშის გაგრძელებაა."
- ჯენარო გატუზო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას ორშაბათს, 00:00 საათზე ალმერიას წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი