ეტიჰადზე ელიან | მანჩესტერ სიტი ხვიჩა კვარაცხელიათი სერიოზულად ინტერესდება » სპორტის ხაზი

ეტიჰადზე ელიან | მანჩესტერ სიტი ხვიჩა კვარაცხელიათი სერიოზულად ინტერესდება

ეტიჰადზე ელიან | მანჩესტერ სიტი ხვიჩა კვარაცხელიათი სერიოზულად ინტერესდება
19-01-2023, 17:48
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო კვირის განმავლობაში, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირების შესახებ არაერთი სიახლე გამოქვეყნდა, რომელთა მიხედვითაც ქართველი ფეხბურთელით ინგლისური გრანდები ინტერესდებოდნენ. უმეტესად საუბარი ლონდონის არსენალზე იყო, თუმცა ახლა აბსოლუტურად ყველა მანჩესტერ სიტის გეგმებზე წერს.

მაგალითად, რამდენიმე საათის წინ, ინგლისურმა ვებგვერდმა, HITC-მა დაწერა, რომ პეპ გვარდიოლას ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გადაწყვეტილი აქვს და ამასთან სიტის ხელმძღვანელებთან საუბარსაც აპირებს:

"პეპ გვარდიოლას ინტერესი ქართველი ფეხბურთელისადმი, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რადგან მანჩესტერ სიტის ახალი გარემარბი ძალიან სჭირდება. ამიტომ, ქალაქელები მზად არიან, რომ ხვიჩა კვარაცხელიაში 90 მილიონ ევრომდე გადაიხადონ."

"ამ ეტაპისთვის, მანჩესტერ სიტის მხოლოდ ერთადერთი ჩამოყალიბებული გარემარბი რიად მაჰრეზის სახით ჰყავს, რომელიც უკვე 32 წლისაა და ნელ-ნელა რეგრესიც დაეწყება. გარდა ამისა, არის კოულ პალმერიც, რომელიც ჯერ საკმაოდ გამოუცდელია. რაც შეეხება ფილ ფოდენს, მისი რეალური პოზიცია მაინც 10 ნომერია, რასაც ფილი ბავშვობიდან არის შეჩვეული. დაახლოებით იგივე ითქმის ჯეკ გრილიშზეც, რომელიც გუნდში ბერნარდო სილვას შესაცვლელად მივიდა."
- დაწერა HITC-მა.

მოკლედ, როგორც უცხოური წყაროები, ძირითადად კი ინგლისურები წერენ, მანჩესტერ სიტი ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურად აკვირდება და მის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს. როგორც ჩანს, პეპ გვარდიოლას ქართველი გარემარბი ძალიან მოსწონს და მასთან ერთად ახალი გეგმების დასახვა სურს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი