VIDEO: თითქოს ბექჰემი ურტყამდა | ოლისემ მანჩესტერს გენიალური ჯარიმა გაუტანა » სპორტის ხაზი

VIDEO: თითქოს ბექჰემი ურტყამდა | ოლისემ მანჩესტერს გენიალური ჯარიმა გაუტანა

VIDEO: თითქოს ბექჰემი ურტყამდა | ოლისემ მანჩესტერს გენიალური ჯარიმა გაუტანა
19-01-2023, 17:14
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, 00:00 საათზე ერიკ ტენ ჰაგის მანჩესტერ იუნაიტედი სელჰარსტ პარკს ეწვია და ადგილობრივ კრისტალ პალასს დაუპირისპირდა.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტის გუნდი ამ შეხვედრას შესანიშნავი სტატისტიკით ხვდებოდა (ზედიზედ 7 მოგება). თითქოს, "წითელ ეშმაკებს" ეს სერია მოგებითვე უნდა გაეგრძელებინათ, თუმცა კრისტალ პალასის ნახევარმცველმა, მაიკლ ოლისემ ჯარიმა ფანტასტიკურად შეასრულა და ანგარიში ბოლო წუთებზე გაათანაბრა - იხილეთ ვიდეო.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგის მესამე ადგილს 39 ქულით იკავებს და იმ შემთხვევაში, თუ დღეს მანჩესტერ სიტი ტოტენჰემთან წააგებს, ერიკ ტენ ჰაგის ბიჭებს მომდევნო ტურში მეორე ადგილზე გადასვლის შანსი ექნებათ, რაც ჩემპიონატის დასაწყისში წარმოუდგენლად ჩანდა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მანჩესტერელები თავიანთ მომდევნო შეხვედრას არსენალის წინააღმდეგ 22 დეკემბერს, 20:30-ზე გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი