გიორგი მიქაუტაძე : "ცოტა იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ... " » სპორტის ხაზი

გიორგი მიქაუტაძე : "ცოტა იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ... "

გიორგი მიქაუტაძე : "ცოტა იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ... "
19-01-2023, 15:14
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ გამოცემა francebleu-თან ​"მეცის" ბოლოდროინდელი ამბების, მიმდინარე სეზონისა და გუნდის წარმატებული სერიის შესახებ ისაუბრა.

"ნებისმიერ მოთამაშეს, ვისაც ფეხბურთი უყვარს, მოედანზე ყოფნა უნდა და გამონაკლისი არც მე ვარ. ცოტა იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ შეცვლაზე შესვლის შემდეგ გუნდს ორივე თამაშში გოლით დავეხმარე.

„ნოემბერში მე-12 ადგილზე ვიყავით, ძალიან ბევრს გოლს ვუშვებდით, მაგრამ შემდეგ რამდენიმე თამაში მოვიგეთ და ლიდერებში დავწინაურდით. ჩვენ ლიგა 2-ში ერთ-ერთი საუკეთესო შეტევის ხაზი გვყავს და ასე უნდა გავაგრძელოთ. დაცვაში თამაშიც გამოვასწორეთ და ნაკლებ გოლს ვუშვებთ, რაც ძალიან კარგია." – აცხადებს ქართველი ფეხბურთელი.

გეტყვით, რომ წარმატებული სერიის წყალობით, საფრანგეთის ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში "მეცი" მესამე ადგილზე დაწინაურდა და ზურიკო დავითაშვილის "ბორდოს" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება მიქაუტაძეს, ახალგაზრდა ფეხბურთელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ამ შედეგით იგი გათამაშების მეორე საუკეთესო ფეხბურთელია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.