კვარაცხელია სერია A-ს მე-18 ტურის საუკეთესო მოთამაშეა » სპორტის ხაზი

კვარაცხელია სერია A-ს მე-18 ტურის საუკეთესო მოთამაშეა

კვარაცხელია სერია A-ს მე-18 ტურის საუკეთესო მოთამაშეა
19-01-2023, 12:33
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. "ნაპოლის" 77-ე ნომერმა დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში "იუვენტუსის" წინააღმდეგ 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. რაც შეეხება სარეიტინგო ქულას, მან 9.8 შეფასება მიიღო.

კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატს მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა, შესანიშნავი თამაშით კი გულშემატკივრის გული მალევე მოიგო.

სერია A-ში ხვიჩას მონაგარი შემდეგნაირია - 15 მატჩი, 7 გოლი, 7 საგოლე გადაცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი