შესაძლოა, ბითაძემ ინდიანა დატოვოს » სპორტის ხაზი

შესაძლოა, ბითაძემ ინდიანა დატოვოს

შესაძლოა, ბითაძემ ინდიანა დატოვოს
19-01-2023, 10:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Yahoo Sports-ის ცნობილი ჟურნალისტი, ჯეკ ფიშერი წერს, ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ 9 თებერვლამდე შესაძლოა ინდიანა დატოვოს.

წყაროს ცნობით, პეისერსი მზად არის იმისათვის, რომ ქართველის წარმომადგენლებს შეხვდეს და ერთად იმუშაონ ქართველი ცენტრის გაცვლაზე, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე შეთავაზება გამოჩნდება.

გოგა ბითაძე ინდიანას რიგებში 2019 წლიდან გამოდის. ქართველმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 168 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი საშუალო სტატისტიკა 11.6 წუთი, 4.9 ქულა, 2.8 მოხსნა და 0.9 დაფარებაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი