კოპა დელ რეი | გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ძირითად შემადგენლობაშია! » სპორტის ხაზი

კოპა დელ რეი | გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ძირითად შემადგენლობაშია!

კოპა დელ რეი | გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ძირითად შემადგენლობაშია!
18-01-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 22:00 საათზე გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ხიხონის სპორტინგს ესტადიო ელ მოლინონზე ესტუმრება, სადაც კოპა დელ რეის 1/8 ფინალური დაპირისპირება შედგება.

ამავე ტურნირის 1/16 ფინალში სპორტინგმა უმაღლესლიგელი რაიო ვალეკანო 2:0 მილოვანოვიჩის დუბლით დაამარცხა, ხოლო ვალენსიამ მომდევნო ეტაპზე გასვლა ლა ნუსიას დამარცხებით (0:3) შეძლო.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მისი მოგებისა და ხიხონის სპორტინგის ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, გიორგი მამარდაშვილი და მისი ვალენსია სევილიას შეხვდებიან, რომელსაც, თავის მხრივ, ლა ლიგაში საქმე კატასტროფულად მისდის და რამდენად იქნებიან ანდალუსიელები თასზე ორიენტირებულნი, ეს რთულად სავარაუდოა.

აღსანიშნაია, რომ გარკვეული ორჭოფობის მიუხედავად, ჯენარო გატუზომ ვალენსიას კარში მაინც გიორგი მამარდაშვილი დააყენა!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი