“ნაპოლის” ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში, “კრემონეზეს” წინააღმდეგ გრიპის გამო ვერ ითამაშა.
იტალიური მედია ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავს და ვარაუდობს, რომ ის მოედანს უახლოეს მომავალში, “სალერნიტანასთან” გასამართი სერია A-ს მე-19 ტურის შეხვედრაში დაუბრუნდება.
Corriere dello Sport-ის თქმით, “პარტენოპეის” 77-ე ნომრის მდგომარეობა საგანგაშო არ არის. ხვიჩა კვარაცხელია შაბათისთვის მზადყოფნაში იქნება.