Dailymail: “მანჩესტერ სიტი კვარაცხელიას თვალს ადევნებს” » სპორტის ხაზი

Dailymail: “მანჩესტერ სიტი კვარაცხელიას თვალს ადევნებს”

Dailymail: “მანჩესტერ სიტი კვარაცხელიას თვალს ადევნებს”
18-01-2023, 11:09
Aa Aa
გაზიარება:

როგორც გავლენიანი ინგლისური გამოცემა, Dailymail-ი იტყობინება, “მანჩესტერ სიტის” “ნაპოლის” ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება სურს. აღნიშნულ საკითხს გამოცემამ ვრცელი სტატია მიუძღვნა:

“სიტი ნაპოლის გარემარბით, ხვიჩა კვარაცხელიათია თვალყურს დაინტერესებული. ქართველი ფეხბურთელი ნაპოლიში, რომელიც დიეგო მარადონას ამ კლუბში თამაშის შემდეგ პირველი სკუდეტოს მოსაგებად იბრძვის, შესანიშნავ სეზონს ატარებს. გუნდში, რომელიც ნიჭიერი შემტევებითაა დაკომპლექტებული, კვარაცხელია, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე ადგილობრივ ჩემპიონატში გამოირჩა, ეს კი მისი უშიშარი და მიმზიდველი სტილის დამსახურებაა.

ნაპოლის გულშემატკივრებმა მას “კვარადონა“ შეარქვეს.21 წლის შემტევმა სერია A-ს 15 შეხვედრაში 7 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა. გასულ პარასკევს, იუვენტუსთან გამართულ მატჩში, მან მონაწილეობა 4 გოლში მიიღო და ნაპოლის უშუალო მდევართან 9-ქულიანი უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარა. ნეაპოლურმა კლუბმა იგი დინამო ბათუმიდან შეიძინა და მოსალოდნელია, რომ მისი გაყიდვის შემთხვევაში, ნაპოლი ძალიან დიდ მოგებას ნახავს.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი