როგორც Il Mattino იტყობინება, “ნაპოლის" თავდამსხმელით, ვიქტორ ოსიმენით პრემიერლიგის სამი გუნდი - "მანჩესტერ იუნაიტედი", "ნიუკასლი" და "ჩელსია" დაინტერესებული.
წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული კლუბები 24 წლის ნიგერიელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდებიან. ნიგერიელი “პარტენოპეის” მშვენივრად შეეწყო, თანაგუნდელებთან კარგი ურთიერთოვა აქვს და სერია A-ს ბომბარდირიცაა.
ამ სეზონში ოსიმენმა ყველა ტურნირზე 17 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.