კაშია: " ჯერ კიდევ მონდომებული ვარ " » სპორტის ხაზი

კაშია: " ჯერ კიდევ მონდომებული ვარ "

კაშია: " ჯერ კიდევ მონდომებული ვარ "
18-01-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და ამჟამად ბრატისლავას "სლოვანის" ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ კლუბის პრესესასთან ისაუბრა. "ჯვაროსნების" მეოთხე ნომერმა საინტერესო საკითხები მიმოიხილა.

"ძირითადად თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ვატარებდი, მცირე დროის მანძილზე ვიმოგზაურე. სახლში ბედნიერი ვიყავი, მაგრამ 2-3 კვირის შემდეგ ვარჯიში მომენატრა. ფეხბურთს, როგორც სამუშაოს, არ ვუყურებ - ეს ჩემთვის გატაცებაა. ერთი სული მაქვს რიტმში სრულიად ჩავჯდე და სეზონი განახლდეს.

ფიზიკურად კარგად მომზადება ფუნდამენტურია. ხშირად გვიწევს, რომ კომფორტის ზონიდან გამოვიდეთ, თუმცა ეს კარგია, ვინაიდან გვინდა, რომ ისე წარმატებით ვითამაშოთ სეზონის მეორე ნაწილში, როგორც შემოდგომაზე ვთამაშობდით"

მე ჯერ კიდევ მონდომებული ვარ და მოგება მწყურია, როგორც მატჩებში, ისე ვარჯიშზე. ჯანსაღი კონკურენცია მიყვარს და თანაგუნდელებს ვარჯიშებზე ხშირად ვიწვევ ხოლმე. სლოვანსა და საქართველოს ნაკრებში თამაშის დიდი მოტივაცია ისევ მაქვს"- განაცხადა კაშიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი