"16 წლის ასაკში ავიღე" - რამდენი იყო ლაშა ტალახაძის პირველი ხელფასი? » სპორტის ხაზი

"16 წლის ასაკში ავიღე" - რამდენი იყო ლაშა ტალახაძის პირველი ხელფასი?

"16 წლის ასაკში ავიღე" - რამდენი იყო ლაშა ტალახაძის პირველი ხელფასი?
17-01-2023, 21:34
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა, ლაშა მ ერთ-ერთ ინტერვიუში დაასახელა პირველი შემოსავალი, რომელიც სპორტმა მოუტანა.

"ევროპის ჩემპიონატი იყო, 17-წლამდელთა. პრემია ჩამერიცხა და ჩემმა მშობლებმა, როგორც ყველა ქართველი მოიქცეოდა, ისეთი სუფრა გაშალეს, რომ 10 ათასი ლარი დაჯდა. მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი. ხელფასი მქონდა 250 ლარი. ისე მიხაროდა, უბედნიერესი ვიყავი, 16 წლის ასაკში. ძალიან დიდი მოტივაცია იყო, ვხედავდი, რომ რაც უფრო წინ წავიდოდი, უკეთ ვიქნებოდი.

შედარებით უფროსი თაობის სპორტსმენმა მიამბო, მსოფლიო რომ მოვიგე და თანხა რომ მითხრეს, რამდენი მეკუთვნოდა, რამდენიმე დღე ვგეგმავდი, რაში დავხარჯავდიო. ბოლოს 500-500 ლარობით მომცეს და ვერაფერიც ვერ ვიყიდეო.

დღეს უკეთესი რეალობაა, ჩვენს ხელფასს დღეს საკუთარ თავსა და ოჯახს ვახარჯავთ. დიდების მსოფლიო ჩემპიონატიდან უკვე შემეძლო დამოუკიდებელი ცხოვრება. თბილისშიც გადმოვედი, სახლიც ვიყიდე, რა თქმა უნდა, ჩემებიც დამეხმარნენ. რაც უფრო წინ მიიწევ, გიფასდება. მთავარია, მანამდე არ დანებდე. თუ სპორტსმენი მონდომებულია, დაახლოებით 18 წლის ასაკიდან იწყება წარმატება", - განაცხადა ლაშამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი