მოგეხსენებათ, იანვრის დასაწყისში, ჰოლანდიელი ფეხბურთელი, დეილი ბლინდი მიუნხენის “ბაიერნს” შეუერთდა. მცველი გერმანული კლუბის ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს.
გერმანიაში გადმობარგების შემდეგ, ბლინდმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და ბაიერნში გადმოსვლის მთავარი მიზეზიც დაასახელა:
"აქ თამაშს მოუთმენლად ველოდები. წინ სეზონის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გველოდება და ისეთ კლუბს, როგორიც ბაიერნია ნებისმიერი ტიტულის მოგება შეუძლია.
სწორედ ტიტულების მოგების დიდი სურვილი აღმოჩნდა გადამწყვეტი ფაქტორი ჩემი აქ გადმოსვლისას. ბაიერნში ჩემ გამოცდილებას მოვიტან და მისთვის ძალებს არ დავზოგავ", - განაცხადა ბლინდმა.