აკრძალვა 2 თვით | ნაპოლისა და რომას ფანები საგარეო მატჩებს ვერ დაესწრებიან » სპორტის ხაზი

აკრძალვა 2 თვით | ნაპოლისა და რომას ფანები საგარეო მატჩებს ვერ დაესწრებიან

აკრძალვა 2 თვით | ნაპოლისა და რომას ფანები საგარეო მატჩებს ვერ დაესწრებიან
17-01-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც გახსოვთ, 8 იანვარს ერთ-ერთ ქუჩაზე რომასა და ნაპოლის ულტრასები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის გამოც დაშავდა და დააკავეს არაერთი ადამიანი.

ცხადია, აღნიშნულ ფაქტს იტალიის ფეხბურთის ფედერაცია უყურადღებოდ დიდ ხანს ვერ დატოვებდა და ეს არც მომხდარა, რომა და ნაპოლი სამაგალითოდ დაისაჯნენ.

როგორც დაიწერა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ამავე კლუბების გულშემატკივრებისთვის საგარეო მატჩებზე დასწრება 2 თვით აკრძალა.

საგულისხმოა, რომ ნაპოლის მომდევნო 2 თვის განმავლობაში გასვლაზე დიდად რთული შეხვედრები არ ელის, ამიტომ კლუბის შედეგებზე ეს აკრძალვა ნაკლებად უნდა აისახოს.

გთავაზობთ ნაპოლის უახლოესი გასვლითი შეხვედრების განრიგს: სალერნიტანა, სპეცია, სასუოლო, ემპოლი, ტორინო. წესით, ამავე გუნდებთან ლუჩანო სპალეტის ბიჭებმა წარმატებით თამაში გულშემატკივრების გარეშეც უნდა შეძლონ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი