"მისი სისწრაფე, გონება.. ის ბრწყინვალე იყო" | ტიერი ანრი ხვიჩა კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

"მისი სისწრაფე, გონება.. ის ბრწყინვალე იყო" | ტიერი ანრი ხვიჩა კვარაცხელიაზე

"მისი სისწრაფე, გონება.. ის ბრწყინვალე იყო" | ტიერი ანრი ხვიჩა კვარაცხელიაზე
17-01-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას გოლები გააქვს, ალბათ, თითოეულ ჩვენგანს ორმაგი გრძნობა გვეუფლება ხოლმე. პირველი, ცხადია, რომ ძალიან გვიხარია და მთელი ერი საერთო სიხარულს განვიცდით ხოლმე და მეორე, არ გვსურს, რომ გადაჭარბებული მოლოდინები და კონტექსტიდან ამოვარდნილი რეალობა შევქმნათ, ამით კი ხვიჩას ხელი შევუშალოთ.

მიუხედავად ამისა, მეორე შემთხვევის წამალი იმ ყოფილი ფეხბურთელებისა თუ საფეხბურთო ექსპერტების კომენტარებია, რომლებსაც ისინი ქართველ ფეხბურთელზე მთელი აღტაცებით აკეთებენ.

სწორედ ასე, მაშინ როდესაც ხვიჩა კვარაცხელიამ ლივერპულის წინააღმდეგ გასაოცარი მატჩი გამართა, მასზე არსენალისა და ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ ისაუბრა, რომელმაც ქართველის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა:

"ხვიჩას ძალიან მაგარი თამაში ჰქონდა. გზა, რომელსაც ის მცველების მიმართ წნეხის გასაზრდელად იყენებდა, ასევე მისი ძლიერი სურვილი გოლის გატანის, ეს ძალიან მაგარი იყო."

"მე ვნახე არამხოლოდ ნიჭიერი და ტალანტით აღვსილი ფეხბურთელი, არამედ ძლიერი სურვილის მქონე ბიჭი, რომელიც მეტოქეებს წარმოუდგენელ წნეხში ამყოფებს. ასევე, მომწონს მისი გახსნილი გონება, ის უბრალოდ ბრწყინვალე იყო. ხანდახან, ხალხს აინტერესებს თუ რა არის ამაში განსაკუთრებული, თუმცა ისინი არ იაზრებენ ფეხბურთელის გამორჩეულ შესაძლებლობას, რაც თამაშში მუდმივად ჩართულობასა და ყველაფრის დანახვას, სწრაფ აღქმას ნიშნავს."

"ხვიჩა კვარაცხელიას გადამდები ემოციები აქვს, სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომაც უყვართ ეს ბიჭი ნეაპოლში ასე ძალიან."
- ტიერი ანრი.

სხვათაშორის, ერთ-ერთმა ბრიტანულმა გამოცემამ, კერძოდ Tbrfootball-მა ტიერი ანრის ეს სიტყვები არსენალსა და მის სატრანსფერო პოლიტიკას დაუკავშირა. ამავე წყაროს აზრით, ხვიჩა კვარაცხელია "მეთოფეებისთვის" შესანიშნავი შენაძენი იქნებოდა, რაც გუნდის საჩემპიონო შანსებს პრემიერ ლიგაში კიდევ უფრო გაზრდიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი