ალმადას მასტერსზე მონაწილე ქართველ ძიუდისტთა სია გაფართოვდა » სპორტის ხაზი

ალმადას მასტერსზე მონაწილე ქართველ ძიუდისტთა სია გაფართოვდა

ალმადას მასტერსზე მონაწილე ქართველ ძიუდისტთა სია გაფართოვდა
17-01-2023, 10:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები წლის პირველი შეჯიბრისთვის ემზადება. თავდაპირველი ინფორმაციით, პორტუგალიის ქალაქ ალმადაში დაგეგმილ გრან პრიზე 6 ქართველი ძიუდოისტი უნდა გამოსულიყო, ახლა კი ნაკრების მთავარი მწვრთნელის,ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, შეჯიბრზე 13 სპორტსმენს ვიხილავთ.

ქართველ მონაწილეთა ვინაობა შემდეგნაირია: გიორგი სარდალაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი (– 60 კგ.), გიორგი თუთაშვილი, იპოლიტე აქუბარდია ( -66 კგ.), გიორგი ჩიხელიძე, ლუკა კაპანაძე (- 73 კგ.), ზაურ დვალაშვილი (81 კგ.), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ.), ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი (– 100 კგ.), საბა ინანეიშვილი, ლევან მათიაშვილი (+100 კგ.).

ალმადაში ტურნირი 27-29 იანვარისთვისაა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი