ბურჯანაძის 14 ქულა - "რეჯიო ემილიამ" "ტრენტონსთან" იმარჯვა » სპორტის ხაზი

ბურჯანაძის 14 ქულა - "რეჯიო ემილიამ" "ტრენტონსთან" იმარჯვა

ბურჯანაძის 14 ქულა - "რეჯიო ემილიამ" "ტრენტონსთან" იმარჯვა
16-01-2023, 15:39
Aa Aa
გაზიარება:

16-გუნდიან იტალიის სერია A-ში მე-15 ტური ჩატარდა, ანუ პირველი წრე დასრულდა. ბექა ბურჯანაძის "რეჯიო ემილიას" რაც გასულ მატჩებში წაგებები ჰქონდა, მთელი ჯავრი “ტრენტოზე”, გასვლით მატჩში იყარა. ქართველმა ფორვარდმაც დიდებულად ითამაშა და ემილიელებმა მეტოქე 84:68 დაამარცხეს.

ბურჯანაძემ მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. ბექამ 5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბექას რეჯინაში მხოლოდ მისმა თანაგუნდელმა აჯობა. ლიეტუველმა ოსვალდას ოსილევიჩიუსმა 24 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.

რეჯინამ სეზონში მეოთხე მატჩი მოიგო და პირველი წრე გამარჯვებით დაასრულა. ბექას გუნდი ამჟამად ბოლო ადგილზეა და მეორე წრეს ჩემპიონატის ლიდერ მილანოსთან მატჩით გახსნის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი