VIDEO : ბაზაძემ საქართველოს ჰიმნი ააჟღერა - ქართველმა ტუნისის გრან პრი მოიგო » სპორტის ხაზი

VIDEO : ბაზაძემ საქართველოს ჰიმნი ააჟღერა - ქართველმა ტუნისის გრან პრი მოიგო

VIDEO : ბაზაძემ საქართველოს ჰიმნი ააჟღერა - ქართველმა ტუნისის გრან პრი მოიგო
16-01-2023, 14:35
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ტუნისის გრან პრის ფინალში იტალიელი ლუიჯი სამელე დაამარცხა და აღნიშნული გათამაშების გამარჯვებული გახდა.

ეს გამარჯვება ისტორიული გამოდგა საქართველოსთვის, რადგანაც ქართველ მოფარიკავეს ამ რანგის ტურნირი აქამდე არასოდეს მოუგია.

აღსანიშნავია, 29 წლის სპორტსმენის ფინალში ძალიან დამაჯერებელი თამაში, სადაც სანდრომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ანგარიშით 15:8 დაამარცხა.

VIDEO : ბაზაძემ საქართველოს ჰიმნი ააჟღერა - ქართველმა ტუნისის გრან პრი მოიგო

ბაზაძემ ფინალში ბრწყინვალედ იასპარეზა

გეტყვით იმასაც, რომ ფინალამდე რუმინელი მატეი ჩიდუ , იაპონელი კენტო იოშიდა, გერმანელები რაულ ბონაჰი, მატიას შაბო და უნგრელი ანდრაშ სატმარი დაამარცხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.