ხავი: “ფეხბურთელების გამო ბედნიერი ვარ” » სპორტის ხაზი

ხავი: “ფეხბურთელების გამო ბედნიერი ვარ”

ხავი: “ფეხბურთელების გამო ბედნიერი ვარ”
16-01-2023, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, გუშინ “რეალსა” და “ბარსელონას” შორის ესპანეთის სუპერთასის ფინალური მატჩში შედგა. შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა.

გამარჯვების შემგომ “ბარსას” მთავარმა მწვრთნელმა მედიასთან ისაუბრა და მატჩი შეაფასა:

“ძალიან კარგი თაობა გვყავს და ტიტულების შიმშილიც შეიმჩნევა. დიდი ხანი ამის გარეშე ვიყავით და იმედი მაქვს, რომ ეს გარდამტეხი მომენტია. ძალიან კმაყოფილი ვარ, ეს გამარჯვება მორალურად ძალიან გაგვაძლიერებს.

ბედნიერი ვარ ფეხბურთელების და არა ჩემი თავის გამო. ისინი კარგად მუშაობენ, ამიტომ ამ გამარჯვებას იმსახურებდნენ. ძალიან კარგად ვითამაშეთ. ოთხი ნახევარმცველი დავაყენე და ამან გაამართლა.

გავი დიდებული იყო. სიტყვებიც კი არ მყოფნის! სუფთა ვნებაა, როცა არ თამაშობს, ძალიან ბრაზდება. ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და წარმოუდგენელი მონდომებით თამაშობს. ლიდერის თვისებები თანდაყოლილი აქვს. არასდროს მბეზრდება მისი ქება, ამ ბიჭს ჭერი არ აქვს".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.