VIDEO: თასი აღმართულია | ბარსელონა ესპანეთის სუპერ თასის მოგებას ზეიმობს » სპორტის ხაზი

VIDEO: თასი აღმართულია | ბარსელონა ესპანეთის სუპერ თასის მოგებას ზეიმობს

VIDEO: თასი აღმართულია | ბარსელონა ესპანეთის სუპერ თასის მოგებას ზეიმობს
16-01-2023, 01:02
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა 2023 წლის ესპანეთის სუპერ თასის ფინალი, სადაც კატალონიის ბარსელონამ მადრიდის რეალი 3:1 დაამარცხა და ამ ტიტულს ისტორიაში მეთოთხმეტედ დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ ჩავი ერნანდესის გუნდი რეალს მთელი მატჩის განმავლობაში აღემატებოდა და შედეგიც ლოგიკურად დაფიქსირდა. ის ერთადერთი გოლიც, რომელიც ანჩელოტის გუნდის ანგარიშზეა, მადრიდის რეალმა შეხვედრის ბოლო წუთებზე პრესტიჟულად გაიტანა.

რაც შეეხება მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს, ის პაბლო გავი გახდა, რომელმაც 2 საგოლე გადაცემა და გატანილი გოლი მიითვალა, ესპანელი უბრალოდ გასაოცარი იყო!

ამდენად, ჩავი ერნანდესმა ახალი წელი მშვენივრად დაიწყო და თავის საყვარელ კლუბთან ერთად პირველი ტიტული მოიგო - იხილეთ ვიდეო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი