თბილისის “დინამომ” ამხანაგური მატჩები დაიწყო » სპორტის ხაზი

თბილისის “დინამომ” ამხანაგური მატჩები დაიწყო

თბილისის “დინამომ” ამხანაგური მატჩები დაიწყო
16-01-2023, 10:20
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, თბილისის “დინამო” პრესეზონის შეხვედრებისთვის თურქეთის ქალაქ ანტალიაში ემზადება, სადაც პირველი ამხანაგური თამაშიც ჩაატარა.

გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები უკრაინის ჩემპიონატის ლიდერ “დნიპრო 1-ს” შეხვდნენ,
მატჩი ფრედ დაასრულა - 3:3.

თბილისელებმა შეხვედრა ძალიან კარგად დაიწყეს და მე-7 წუთისთვის გიორგი მოისწრაფიშვილისა და თორნიკე კირკიტაძის გოლებით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ტაიმის ბოლო ნაწილი დინამომ ჩააგდო და 6-წუთიან ინტერვალში 3 გოლი გაუშვა, შედეგად ტაიმიც წააგო. ჭიაბრიშვილის გუნდმა მატჩის გადარჩენა მაინც მოახერხა - 74-ე წუთზე ანზორ მექვაბიშვილმა შორი მანძილიდან გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი