"იტალიის ქუჩებში ყველგან კვარაცხელიას ბანერი გხვდება" | სამოქალაქო აქტივისტი » სპორტის ხაზი

"იტალიის ქუჩებში ყველგან კვარაცხელიას ბანერი გხვდება" | სამოქალაქო აქტივისტი

"იტალიის ქუჩებში ყველგან კვარაცხელიას ბანერი გხვდება" | სამოქალაქო აქტივისტი
15-01-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი სამოქალაქო აქტივისტი, ბექა სადღობელაშვილი იმ განცდებისა და გამოცდილების შესახებ წერს, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას და ნეაპოლს უკავშირდება:

"ნეაპოლში "ვაგზალზე"გამოდიხარ თუ არა მატარებლიდან გხვდება დიდი ბანერი კვარაცხელია/ოსიმენის გამოსახულებით, ყველა სპორტულ მაღაზიაზე ხვიჩას პლაკატები, ტურისტულ ქუჩებზე ხვიჩას სათამაშო სტატუეტკები (მარადონას გვერდით), მაისურებზე მაგნიტებზე და სანთებელებზე ხვიჩა, მთელი სტადიონი სკანდირებდა ხვიჩას! ყველამ აღფრთოვანებულია ხვიჩათი!"

"არ მორცხვობ (მით უფრო ნაპოლში) იმით რომ ქართველი ხარ, მოგეხსენებათ სულ მთლად კარგი რეპუტაციით არ ვსარგებლობთ.. თამამად აფრიალებ საქართველოს დროშას და ყველა გიცინის, გეფერება და გიქებს 22 წლის ქართველ ბიჭს!"

"დიდი მადლობა ამ ბიჭს რომ საქართველო უკეთესი კუთხით გააცნო მინიმუმ იტალიას!"
- დაწერა ბექა სადღობელაშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი