ისტორიის დასასრული | ბათუმის დინამო გამოცდილმა ფეხბურთელმა დატოვა! » სპორტის ხაზი

ისტორიის დასასრული | ბათუმის დინამო გამოცდილმა ფეხბურთელმა დატოვა!

ისტორიის დასასრული | ბათუმის დინამო გამოცდილმა ფეხბურთელმა დატოვა!
15-01-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

დინამო ბათუმიდან 30 წლის გამოცდილი ნახევარმცველი, ჯაბა ჯიღაური ყაზახეთში, კერძოდ კასპიის აქტაუში გადაბარგდა.

დინამო ბათუმის უკვე ყოფილი ნახევამრცველი ყაზახურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ახალი სეზონისთვის მათთან ერთად ემზადება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ვადის ხელშეკრულება გააფორმა ჯაბამ ყაზახურ კლუბთან.

ცნობისთვის, ჯიღაურის ამჟამინდელი კლუბის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა, რომელმაც კასპიის აქტაუში მუშაობა 2022 წლის ნოემბერში დაიწყო. საგულისხმოა, რომ ჯაბა ჯიღაურს ყაზახურ კლუბში კიდევ ერთი ქართველი, გიორგი ფანცულაია დახვდება.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა ჯიღაური ბათუმის დინამოში 2019 წლიდან თამაშობდა, რა დროშიც მან 109 თამაში, 37 გოლი და 16 საგოლე გადაცემა მიითვალა. რაც შეეხება ტიტულებს, ჯაბამ საქართველოს ჩემპიონატი 2021 წელს, ხოლო სუპერთასი 2022 წელს მოიგო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი