კრემონეზემ მწვრთნელი გაუშვა | ვინ იქნება ლოჩოშვილის ახალი დამრიგებელი? » სპორტის ხაზი

კრემონეზემ მწვრთნელი გაუშვა | ვინ იქნება ლოჩოშვილის ახალი დამრიგებელი?

კრემონეზემ მწვრთნელი გაუშვა | ვინ იქნება ლოჩოშვილის ახალი დამრიგებელი?
15-01-2023, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზემ იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრა მონცასთან საშინაო კედლებში გამართა, სადაც ქართველი ფეხბურთელის გუნდი დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

სამწუხაროდ, ლუკა ლოჩოშვილს მონცასთან შეხვედრაში მონაწილეობა წამითაც არ მიუღია, რაც უცნაურია, რადგან როგორც წესი, კრემონეზეს მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალვინი ქართველ ფეხბურთელს სრულ ნდობას უცხადებდა ხოლმე.

რამდენიმე საათის წინ, დაიწერა, რომ ალვინი კრემონეზეს მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მოხსნეს, რასაც წინ თამაშამდე გაფრთხილება უძღოდა. საქმე ისაა, რომ ალვინიმ კარგად იცოდა, თუ უშუალო კონკურენტ მონცას ვერ დაამარცხებდა, მაშინ მას დაკავებული პოსტიდან გაუშვებდნენ, რაც საბოლოოდ ასრულდა კიდეც.

რაც შეეხება ახალ კანდიდატებს, ესენი რობერტო დ'ავერსა და დავიდე ბალარდინი არიან, რომლებსაც იტალიაში გამოცდილება გააჩნიათ, ამ ეტაპზე კი უმუშევრები არიან. დიდი ალბათობით, ლუკა ლოჩოშვილს უახლოეს პერიოდში რომელიმე მათგანი გაწვრთნის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი