"ის მესის და ნეიმარის შემდეგ საუკეთესოა" - Corriere dello sport-ი კვარაცხელიაზე წერს » სპორტის ხაზი

"ის მესის და ნეიმარის შემდეგ საუკეთესოა" - Corriere dello sport-ი კვარაცხელიაზე წერს

"ის მესის და ნეიმარის შემდეგ საუკეთესოა" - Corriere dello sport-ი კვარაცხელიაზე წერს
15-01-2023, 11:56
Aa Aa
გაზიარება:

ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ, Corriere dello sport-მა "ნაპოლიდან" ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და ფეხბურთელი შედეგიანობით (გოლი+საგოლე გადაცემა) ევროპის ტოპ 5 ლიგის ორ საუკეთესო მოთამაშეს, ნეიმარსა და მესის შეადარა.

"ნეიმარი და მესი კვარაცხელიას როლში – ფაქტი, რომელიც აოცებს ევროპას" - ასეთი იყო იტალიური გამოცემის სტატიის სათაური.

"ნაპოლის თავდამსხმელს ჩემპიონატის 18 ტურის შემდეგ განსაკუთრებული უპირატესობა აქვს: იუვენტუსის წინააღმდეგ დიდი გამოცდის შემდეგ, ევროპის ტოპ 5-ში ქართველი ერთ-ერთია იმ სამ მოთამაშეს შორის, რომლებმაც უკვე შვიდი გოლი მაინც გაიტანეს და საგოლე გადაცემებიც დააგროვეს. სხვა ორი მოთამაშე, რომლებსაც ასეთივე სტატისტიკა გააჩნიათ, ნეიმარი და მესი არიან. ეს კვარას კლასისა და მისი გადამწყვეტი როლის დამატებითი დადასტურება. ახლა ის შედეგიანობით მესის და ნეიმარის შემდეგ საუკეთესოა.

"ის მესის და ნეიმარის შემდეგ საუკეთესოა" - Corriere dello sport-ი კვარაცხელიაზე წერს

ლუჩანო სპალეტის ბიჭებმა იტალიური გრანდი გაანადგურეს

ნაპოლის 77 ნომერმა იუვენტუსთან მეორე გოლი გაიტანა და ასისტენტობა გაუწია რაჰმანისა და ოსიმენს. თუმცა, გოლებისა და ასისტების გარდა, ის გუნდში გადამწყვეტ როლს ასრულებს მოპოვებული პენალტების სიმრავლით, აგრეთვე ოპონენტებს აიძულებს, ყვითელი ბარათები მიიღონ. კვარა ისევეა, როგორც მესი და ნეიმარი, რომლებსაც „პარი სენ-ჟერმენში“ მპაბეზე ნაკლები გააქვთ, თუმცა ფრანგს მხოლოდ ორი საგოლე გადაცემა აქვს. გენიალურობა და კეთილშობილება – ეს არის კვარაცხელია."
– ვკითხულობთ Corriere dello sport - ს სტატიაში.

მართლაც, ხვიჩა კვარაცხელია რთული პერიოდის შემდეგ დაგვიბრუნდა და საოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზა. 21 წლის შემტევმა "ბებერ ქალბატონს" 1 გოლი გაუტანა და პლუს მატჩის მიმდინარეობისას ირი საგოლე გადაცემა გააკეთა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.