ელ კლასიკო ფინალში - გამარჯვებულს საუდის არაბეთში გამოვავლენთ » სპორტის ხაზი

ელ კლასიკო ფინალში - გამარჯვებულს საუდის არაბეთში გამოვავლენთ

ელ კლასიკო ფინალში - გამარჯვებულს საუდის არაბეთში გამოვავლენთ
15-01-2023, 10:00
Aa Aa
გაზიარება:

სუპერკოპას საუდის არაბეთში დავხურავთ - ხვალ 23:00 საათზე რაიდში "ელ კლასიკოს" ვიხილავთ, რომელსაც არა ესპანეთი, არა საუდის არაბეთი, არამედ მთელი საფეხბურთო სამყარო ადევნებს თვალს.

ინტერესი კი მართლაც რომ დიდია, სხვანაირად არც შეიძლება, ეს ხომ "ელ კლასიკოა" , ეს ხომ ფინალია, სადაც გამარჯვებული მხოლოდ ერთია. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე კი შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიას - ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე გუნდმა ბეწვის ხიდზე გაიარა. მადრიდის "რეალმა" ნახევარფინალში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" დაამარცხა - სამეფო კლუბსა და "ღამურებს" შორის 90 წუთი 1:1 დასრულდა, დამატებით დროში არაფერი შეცვლილა (აღსანიშნავია გიორგი მამარდაშვილის კარგი თამაში), რასაც თერთმეტმეტრიანების სერია მოყვა. 4:3, ტიბო კურტუამ პენალტი მოიგერია და ესპანური გრანდი სუპერკოპას ფინალში გაიყვანა.

ელ კლასიკო ფინალში - გამარჯვებულს საუდის არაბეთში გამოვავლენთ

ტიბო კურტუა კვლავ ჩინებულ ფორმაშია

ასევე პენალტების სერიაში იმარჯვა "ბარსელონამაც" , რომელმაც ნახევარფინალში "ბეტისი" დაამარცხა - 2:2 დასრულდა "მწვანეებისა" და კატალონიელების დაპირისპირებაც, რის შემდეგაც თამაშის ბედი პენალტების სერიას უნდა განესაზღვრა. ფინალის საგზურის მოპოვებაში გუნდს მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაეხმარება, რომელმაც 2 პენალტი მოიგერია.


4-2 თერთმეტმეტრიანების სერიაში და ბარსელონა ფინალში გავიდა


გუნდების თავკაცების კომენტარები მატჩამდე



ჩავი (ბარსელონა) : "ამ ტიტულის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, "რეალ მადრიდთან" გამარჯვება კი დამატებითი სიამოვნებაა. ტიტულთან ერთად დარჩენილი სეზონისთვის ყველაფერი იცვლება. ბოლო წლებში მადრიდელებმა უფრო მეტი ფინალი ითამაშეს და მეტი გამოცდილება აქვთ, მაგრამ ჩვენ მოტივირებულები უნდა ვიყოთ და საკუთარი თავის ვირწმუნოთ. მე ბევრ დეტალზე ვღელავ, ყოველთვის არის რაღაც, რაც უნდა გააუმჯობესო, ფეხბურთში სრულყოფილება არ არსებობს. ეს შეცდომების თამაშია, უნდა ცადო, რომ ისინი მინიმუმამდე დაიყვანო და უფრო ეფექტური იყო.

არაუხო დაცვაში არაჩვეულებრივია, შესაძლოა, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი განაპირა მცველად დაყენება განიხილება. ინტენსივობა და ენთუზიაზმი, რომელიც გავის მოაქვს, ყოველთვის აუცილებელია. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ხვალინდელი მატჩისთვის შემტევებზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ, ბევრი ვარიანტი გვაქვს. თამაშისთვის ყველა მზად უნდა იყოს.

ანჩელოტისთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ჩვენ არაერთხელ გადავკვეთილვართ. ის არაჩვეულებრივი პიროვნებაა, საფეხბურთო ჯენლტმენი.
მე სახელებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ თუ რომელიმე ფეხბურთელი დაგვტოვებს, მისი შემცვლელი უნდა მოვიყვანოთ. რეალ მადრიდმა ერთი დღით მეტი დაისვენა? ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, ერთსა და იმავე დღეს გვეთამაშა, მაგრამ ეს გასამართლებელი საბაბი არაა."



მწვრთნელები მატჩის წინ

კარლო ანჩელოტი (მადრიდის რეალი) : "ყველა ტიტული ძალზე მნიშვნელოვანია. მათი მოგება მომავლის დიდ მოტივაციას იძლევა. ჩვენ აუცილებლად შევეცდებით სუპერთასი შევინარჩუნოთ. გუნდში საბრძოლო განწყობაა, ჩემი ფეხბურთელები ასეთი ტიპის დაპირისპირებებისთვის ყოველთვის მზად არიან. ბიჭებმა რთული ნახევარფინალის შემდეგ დასვენება მოასწრეს. ყველა კარგადაა, თუ არ ჩავთვლით მადრიდში დარჩენილებსა და ლუკას ვასკესს.
რეალის მიზანია, ყველა შეჯიბრებაში ტიტულისთვის ბრძოლა, ყოველ მატჩში მოგებისთვის გასვლა მინდორზე. შორეულ გეგმებს არ ვსახავთ. წინ უნდა წავიწიოთ ნაბიჯ-ნაბიჯ.

მოედნის საფარი კარგია, აქ ძალიან კარგი ფეხბურთის ჩვენება შეიძლება, რომ მოვიგოთ, ამისთვის საჭიროა სრულყოფილი თამაშის ჩვენება. მსურს, უკეთ ვითამაშოთ დაცვაში, ვალენსიასთან დაცვაში თამაში გამოვასწორეთ, თუმცა ეს საკმარისი არაა. იმედი მაქვს, დაცვაში შეცდომები აღარ მექნება.
კრიშტიანო რონალდო ძალიან კარგ ქალაქსა და კლუბშია. ის ყოველთვის მოტივირებულია, საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო".


გუნდების სავარაუდო შემადგენლობები




გუნდების სავარაუდო შემადგენლობები


რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ნაჩო, რიუდიგერი, მენდი ; კროოსი, ვალვერდე, მოდრიჩი ; როდრიგო, ბენზემა, ვინისიუსი.
ტრავმა: ალაბა, ლუკას ვასკესი, ჩუამენი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე ; დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი ; დემბელე, ლევანდოვსკი, ფატი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.