დელ პიერო : "კვარაცხელიამ და ოსიმენმა იბრწყინეს" » სპორტის ხაზი

დელ პიერო : "კვარაცხელიამ და ოსიმენმა იბრწყინეს"

დელ პიერო : "კვარაცხელიამ და ოსიმენმა იბრწყინეს"
14-01-2023, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირება ტურინული გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა, ალესანდრო დელ პიერომ შეაფასა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი შეაქო.

"ჩვენ ორ განსხვავებულ გუნდზე ვსაუბრობთ, ისინი განსხვავდებიან სათამაშო სტილით, ფეხბურთელებით, ტაქტიკით. ნაპოლი დომინანტია და ბურთს ფლობს. დღეს გუნდის ვარსკვლავებმა, კვარაცხელიამ, ოსიმენმა და ლობოტკამ იბრწყინეს. კარგად ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშა.

მეორე მხრივ, იუვენტუსი განსხვავებული სტრუქტურის გუნდია. ველოდები ალეგრის პასუხს კითხვაზე, როგორ მოხდა ეს - სჯობს ერთი თამაში წააგო ხუთი გოლით, ვიდრე ხუთი თამაში ერთით… ამიტომ, ალეგრიმ უნდა თქვას: კარგი, ბიჭებო, სამწუხარო მარცხია, მაგრამ ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ. იუვენტუსში არაერთი პრობლემაა, ამ გუნდისგან ბევრს ვერ მოვითხოვთ. არ ჰყავთ პოგბა, დი მარია ახლახან დაბრუნდა, ეს ფეხბურთელები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია"
- განაცხადა დელ პიერომ ESPN-ის ეთერში.

სერია A-ს მე-18 ტურში პარტენოპეიმ ალეგრის ბიჭებს უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. შეხვედრაში კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სპალეტის გუნდს 18 ტურის შემდეგ 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი