"დიდი ტალანტი ვიპოვეთ“ - "შახტარმა" გიორგი გოჩოლეიშვილი წარადგინა » სპორტის ხაზი

"დიდი ტალანტი ვიპოვეთ“ - "შახტარმა" გიორგი გოჩოლეიშვილი წარადგინა

"დიდი ტალანტი ვიპოვეთ“ - "შახტარმა" გიორგი გოჩოლეიშვილი წარადგინა
15-01-2023, 21:15
Aa Aa
გაზიარება:

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა დონეცკის „შახტარმა“ ახალწვეული გიორგი გოჩოლეიშვილის წარადგინა. 21 წლის ფეხბურთელი უკრაინულ კლუბს მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა და 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

„შახტარის“ სპორტულმა დირექტორმა, დარიო სრნამ ქართველ მცველს 13-ნომრიანი მაისური გადასცა და წარმატებები უსურვა.

"ბოლო ექვსი თვე მარჯვენა მცველის პოზიციაზე დოდოსა და ვინისიუს ტობიასის შემცვლელს ვეძებდით. შედეგად, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი ვიპოვეთ, რომელიც საქართველოში თამაშობდა. ის კარგად ერგება შახტარის სათამაშო ფილოსოფიას, უყვარს შეტევა. ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება.

"დიდი ტალანტი ვიპოვეთ“ - "შახტარმა" გიორგი გოჩოლეიშვილი წარადგინა

გოჩოლეიშვილი უკრაინულ კლუბში 13-ნომრიანი მაისურით გამოვა

მომეწონა პირველ ვარჯიშებზეც, სადაც თავი გამოიჩინა. ველოდებით, რომ ყოველდღიურად მოუმატებს და გუნდს სარგებელს მოუტანს. რაც შეეხება მის სათამაშო თვისებებს, თვალში საცემია მისი სისწრაფე, გამძლეობა და კარგი ბოლო პასი. დღესდღეობით ძალიან რთულია შახტარისთვის შესაფერისი ფეხბურთელების პოვნა, რადგან ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც სპეციფიკურ ფეხბურთს თამაშობს." - განაცხადა "შახტარის" სპორტულმა დირექტორმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი