ოფიცილურად : როდის გამართავს ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე თავის პირველ შეხვედრას » სპორტის ხაზი

ოფიცილურად : როდის გამართავს ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე თავის პირველ შეხვედრას

ოფიცილურად : როდის გამართავს ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე თავის პირველ შეხვედრას
14-01-2023, 14:08
Aa Aa
გაზიარება:

16 იანვარს, 2023 წლის პირველი დიდი სლემის შეჯიმბრი ავსტრალიის ღია პირველობა იწყება, რომელსაც ყველა დიდი ინტერესით ველით.

ერთ-ერთი მიზეზი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილია, რომელიც დიდ სლემს 1/64-ფინალიდან დაიწყებს - 30 წლის სპორტსმენის პირველი მეტოქე მსოფლიოს მერვე ნომერი, ამერიკელი ტეილორ ფრიცი იქნება. შეხვედრა 16 იანვარს, თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული.

ბასილაშვილისთვის ფრიცთან დაპირისპირება უცხო არ არის, რადგან ეს ორი ჩოგბურთელი ერთმანეთს 4-ჯერ შეხვედრილან. აქედან 2-ჯერ ნიკოლოზმა, 2-ჯერ კი ფრიცმა იმარჯვა.

ქართულ-ამერიკული დაპირისპირება პირველად 2017 წელს ჩინეთში შედგა, სადაც ფრიცმა სამ სეტში (6:3; 3:6; 6:1) გაიმარჯვა. მეორე დაპირისპირება კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმათა, სადაც ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორ სეტში გაიმარჯვა, ამ გამარჯვების შემდეგ, კი დოჰას ტურნირიც გამარჯვებით დახურა, სადაც ფინალში ესპანელი, ბაუტისტა აგუტი დაამარცხა.

ბასილაშვილი და ფრიცი მესამედ ერთმანეთს დუბაიში დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება ამერიკელ ჩოგბურთელს დარჩა. სამსეტიანი დაპირისპირება ახალგაზრდა ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა.

ბოლო დაპირისპირება კი ინდიან უელსის ნახევარფინალში შედგა, 2021 წელს, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტეილორ ფრიცი ორ სეტში დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა, თუმცა ფინალში ბრიტანელ, კამერონ ნორთან დამარცხდა.



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი