კვარაცხელია მესის და ნეიმარის გვერდით - ქართველის მორიგი მიღწევა » სპორტის ხაზი

კვარაცხელია მესის და ნეიმარის გვერდით - ქართველის მორიგი მიღწევა

კვარაცხელია მესის და ნეიმარის გვერდით - ქართველის მორიგი მიღწევა
14-01-2023, 13:14
Aa Aa
გაზიარება:

სერია ა-ს მეთვრამეტე ტური 13 იანვარს, ცენტრალური მატჩით გაიხსნა, სადაც ნაპოლიმ იუვენტუსი გამანადგურებელი ანგარიშით, 5-1 დაამარცხა და ტურინულ გრანდთან სხვაობა 10 ქულამდე გაზარდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დაბრუნდა. ქართველმა შემტევმა გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. გარდა ამისა, ოსიმენმა პირველი გოლი მას შემდეგ გაიტანა, რაცა ხვიჩას მიერ ნახევარ ბრუნში დარტყმული, შესნიმ იქვე მოიგერია.

მუნდიალით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ქართველმა შემტევმა, ინტერთან და სამპდორიასთან მისთვის უჩვეულო თამაში ჩაატარა. კრიტიკოსები მაშინვე კვარაცხელიას ცუდ ფორმაზე ალაპარაკდნენ და იმ ფეხბურთელებთან შედარება დაიწყეს, რომლებიც შთამბეჭდავი სტარტის შემდეგ, გაქრნენ.

კვარაცხელია მესის და ნეიმარის გვერდით - ქართველის მორიგი მიღწევა

კვარაცხელია იუვენტუსთან "დაბრუნდა"

ხვიჩამ იუვენტუსთან დაამტკიცა, რომ სეზონის პირველი ნახევარი ერთჯერადი გამონათება არ იყო. ქართველმა ლეგიონერმა ამ თამაშში კარში ხუთჯერ დაარტყა და აქედან სამჯერ კარში წავიდა. გარდა ამისა, მან 20 ზუსტი პასი გააკეთა და აქედან 2 საგოლე აღმოჩნდა. ხვიჩა, რა თქმა უნდა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია და მისი თამაში Whoscored-მა 9.8 ქულით შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია ამ დროისთვის ევროპის ტოპ ხუთ საკლუბო ჩემპიონატში მოთამაშე მესამე ფეხბურთელია, რომელმაც თავი მინიმუმ 7 გოლსა და 7 საგოლე გადაცემას მოუყარა. მსგავსი შედეგი, მხოლოდ ლიონელ მესისა და ნეიმარს აქვთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი