"ხვიჩა კვარაცხელია იუვენტუსის მცველების კოშმარი იყო" | Eurosport » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია იუვენტუსის მცველების კოშმარი იყო" | Eurosport

"ხვიჩა კვარაცხელია იუვენტუსის მცველების კოშმარი იყო" | Eurosport
14-01-2023, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელ ნაპოლის ტრიუმფალურ გამარჯვებას მთელი სპორტული სამყარო ეხმაურება. ეს ლოგიკურიცაა, რადგან, შესაძლოა ლუჩანო სპალეტის ბიჭებმა საჩემპიონო თამაში მოიგეს.

ამ ხაზს აგძელებს Eurosport-იც, რომელმაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომპლიმენტები არ დაიშურა და დაწერა, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში იუვენტუსის მცველებს ქართველი ფეხბურთელი ძილში კოშმრად დაესიზმრებათ:

"მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯილდოსთან ვიქტორ ოსიმენიც ახლოს იყო, ქართველი მინდორზე მაინც ყველასგან გამოირჩეოდა. მან იუვენტუსის კარი აიღო და რამდენიმე საგოლე პასიც გააკეთა. რაც ყველაზე მთავარია, კვარაცხელიამ იუვენტუსის დაცვის პრობლემები დაუსრულებადი გახადა."

"ქართველმა ფეხბურთელმა დაუჯერებელი სეზონი დაუჯერებლადვე განაგრძო და იუვენტუსთან ფანტასტიკური შედეგიანობით გამოირჩა. ის ჯერ კიდევ 21 წლისაა და აქვს საოცარი გოლის ალღო, გენიალური პასის დიაპაზონი, ხოლო მისი სიჩქარე და სისწრაფე, რომელსაც ქართველი მარცხენა ფლანგზე ავლენს, მცველებისთვის გადაულახავ ბარიერად რჩება. იუვენტუსის მცველებს ხვიჩა კვარაცხელია ძილში კოშმრად კიდევ დიდი ხნით მოევლინებათ."
- დაწერა Eurosport-მა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის სერია A-ში 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რომლითაც ის ბომბარდირთა დავის მე-5 პოზიციას იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი