სპალეტი: “კვარას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მსგავსი ტექნიკა აქვს” » სპორტის ხაზი

სპალეტი: “კვარას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მსგავსი ტექნიკა აქვს”

სპალეტი: “კვარას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მსგავსი ტექნიკა აქვს”
14-01-2023, 09:00
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩში “ნაპოლიმ” შინ “იუვენტუსი” მიიღო და სოლიდური სხვაობით, 5-1 დაამარცხა. შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული ხვიჩა კვარაცხელია გახლდათ, რომელმაც 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

“პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ მატჩის შემდგომ ქართველისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

“კვარაცხელიას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მსგავსი ტექნიკა აქვს. მისთვის ბურთის ართმევა რთულია, ის თავისუფალ სივრცეებს კარგად იყენებს, გოლის ალღო აქვს და როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფეხით ყოველთვის ახერხებს, რომ მეკარეებისთვის რთული კუთხით დაარტყას.

ყველა ასპექტში ძლიერი ფეხბურთელია. იგი სწრაფია და გამძლეობით გამოირჩევა. მოთამაშეებს, რომლებიც შეტევაში მაღალ დონეზე ასპარეზობენ, ვარდნების განხორციელება და დაცვაში თამაში არ უყვართ, მაგრამ კვარაცხელია მათგან განსხვავდება.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.