მატჩი გალათასარაისთან | საბა ლობჟანიძე ჰატაისპორის სასტარტო XI-შია! » სპორტის ხაზი

მატჩი გალათასარაისთან | საბა ლობჟანიძე ჰატაისპორის სასტარტო XI-შია!

მატჩი გალათასარაისთან | საბა ლობჟანიძე ჰატაისპორის სასტარტო XI-შია!
13-01-2023, 20:10
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 21:00 საათზე თურქული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი, კერძოდ გალათასარაი საკუთარ მოედანზე ჰატაისპორს უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მატჩის სტუმარი გუნდის წევრი ქართველი ფეხბურთელი, საბა ლობჟანიძეა, რომელიც ჰატაისპორის ძირითად შემადგენლობაშია.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თურქულ კლუბში 2021 წლიდან თამაშობს, რა დროშიც მას 57 თამაში, 9 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.

ცნობისთვის, საბა ლობჟანიძის ჰატაისპორი თურქეთის სუპერ ლიგის მე-16 პოზიციას (გასავარდნი ზონა) 17 ქულით იკავებს და დღევანდელ მატჩში მოგება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი