ოლივიე ჟირუ მილანთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს? | დეტალები » სპორტის ხაზი

ოლივიე ჟირუ მილანთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს? | დეტალები

ოლივიე ჟირუ მილანთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს? | დეტალები
13-01-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

მილანის 36 წლის თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ "როსონერის" ხელმძღვანელობასთან საქმიანი შეხვედრა გამართა, სადაც მათ ფეხბურთელის ახალ კონტრაქტზე ისაუბრეს.

ამ ყველაფრის შესახებ ჟურნალისტი ნიკოლო შირა წერს, რომელიც ამბობს, რომ ოლივიე ჟირუ მილანთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის მიხედვითაც ფრანგი იტალიაში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ამავე ჟურნალისტის ინფორმაციით, ჟირუს ანაზღაურება, შესაძლოა 4 მილიონი ევრო იყოს, რაც 36 წლის ფეხბურთელისთვის ნამდვილად სარფიანი შეთავაზებაა.

შეგახსენებთ, რომ ოლივიე ჟირუ მილანში 2021 წლიდან თამაშობს, რა დროშიც ფრანგმა 60 მატჩი ითამაშა, 23 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი