ფიფას განახლებული რეიტინგი - რომელ ადგილზეა საქართველოს ნაკრები » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

ფიფას განახლებული რეიტინგი - რომელ ადგილზეა საქართველოს ნაკრები

ფიფას განახლებული რეიტინგი - რომელ ადგილზეა საქართველოს ნაკრები
16-09-2021, 13:45
Aa Aa
გაზიარება:

ფიფას განახლებულ რეიტინგში საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრის დასაწყისში ზედიზედ განცდილი 3 მარცხის შემდეგ, სამწუხაროდ 5 პოზიციით დაქვეითდა და 96-ე ადგილზე გადაინაცვლა.

"ჯვაროსნების" ანგარიშზე 1240 ქულაა, რაც წინა შედეგზე (2021 წლის 12 აგვისტო) 23 ქულით ნაკლებია.  აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ლიდერობას არ კარგავს ბელგიის ნაკრები, რომელსაც 1832 ქულა აქვს მას კი ფეხდაფეხ მოჰყვება ბრაზილია, მესამეზე ინგლისია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთს გადაასწრო, ხოლო მე-5 ადგილს ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრები იკავებს. ასევე ათეულშია კოპა ამერიკის გამარჯვებული არგენტინა, რომელიც რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მომავალ შეხვედრას 9 ოქტომბერს ბათუმის ახალ სტადიონზე საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი