"ახალ წელს ათასობით ბავშვმა საჩუქრად კვარას მაისური ითხოვა" | ნიკა ქავთარაძე » სპორტის ხაზი

"ახალ წელს ათასობით ბავშვმა საჩუქრად კვარას მაისური ითხოვა" | ნიკა ქავთარაძე

"ახალ წელს ათასობით ბავშვმა საჩუქრად კვარას მაისური ითხოვა" | ნიკა ქავთარაძე
13-01-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი იუმორისტი, მსახიობი და ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს:

"დღეს საღამოს არის ნაპოლი-იუვენტუსი, დღეს 23:45. ანუ, არსებობს შანსი, რომ ქართველების დიდი ნაწილისთვის აღსანიშნავ ოჯახურ დღესასწაულზე, კვარას გოლიც გახდეს ფეიერვერკების ან სოფლებში თოფის გასროლის მიზეზიც. მე ეს ძალიან მინდა. მე ეს ძალიან მინდა არა იმიტომ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფანი ვარ, არამედ იმიტომ, რომ მინდა ნიჭიერი, შრომისმოყვარე ადამიანების წარმატებების რაოდენობა გაიზარდოს ამ ქვეყანაში. ხოდა, არ მესმის ადამიანის, ვინც ვინმეს წარუმატებლობას ელოდბა, რომ მერე თქვას - აი, ხო გეუბნებოდით, არ გამოუვაო."

"კვარამ უკვე შეძლო ის, რომ ნაპოლი პირველ ადგილზე ამთავრებს ამ წრეს. კვარამ უკვე შეძლო ის, რომ თითქმის მთელი საქართველო უყურებს ნაპოლის თამაშებს.
კვარამ უკვე შეძლო ის, რომ საქართველოდან პირდაპირი რეისები დაინიშნა ნეაპოლში. კვარამ უკვე შეძლო ის, რომ ამ ახალ წელს ასობით და ათასობით ბავშვმა სანტას მისი ფორმა თხოვა საჩუქრად. ხოდა, რაც უნდა მოხდეს დღეს, მე მხოლოდ კვარას წარმატებაზე ვაკეთებ ფსონს!"
- დაწერა ნიკა ქავთარაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.