"ხვიჩა კვარაცხელია დე კეტელარს სტატისტიკით ბევრად აღემატება" | Napolipiu » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია დე კეტელარს სტატისტიკით ბევრად აღემატება" | Napolipiu

"ხვიჩა კვარაცხელია დე კეტელარს სტატისტიკით ბევრად აღემატება" | Napolipiu
13-01-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

2022/2023 წლების სეზონის დაწყებამდე, როგორც მილანმა, ისე ნაპოლიმ ინვესტიცია ახალგაზრდა ფეხბურთელებში ჩადეს. "როსონერიმ" ბრიუგედან ჩარლზ დე კეტელარი 32 მილიონად, ხოლო "პარტენოპეიმ" დინამო ბათუმიდან ხვიჩა კვარაცხელია 10 მილიონად გაიფორმა.

სწორედ ამ ორი ფეხბურთელის დუეტი გახდა შედარების მთავარი წყარო. ზოგს მიაჩნდა, რომ ბელგიელი ბრიუგეში ნაჩვენები ფანტასტიკური თამაშის შემდეგ, იტალიაშიც მალევე გაიხსნებოდა, ზოგიც კი ანალოგიურს ხვიჩაზე ფიქრობდა. საბოლოოდ, მივიღეთ ის, რომ ქართველმა მთელი ევროპა აალაპარაკა, ჩარლზი კი ჯერჯერობით ისევ ადაპტაციის ფაზაშია.

ბელგიელისა და ქართველის სტატისტიკაზე წერს Napolipiu, რომელსაც მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელია დე კეტელარზე გაცილებით ძლიერი ფეხბურთელია, რაც ციფრებით დასტურდება:

"ორივე ფეხბურთელი 21 წლისაა და ორივე მათგანი იტალიის ჩემპიონატში სადებიუტო სეზონს ატარებს. სულ ესაა, ამ ბიჭების მსგავსება ამით მთავრდება. მიუხედავად ბოლოდროინდელი ჩავარდნისა, ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ერთ-ერთ მთავარ ფეხბურთელად მაინც რჩება, ის მილანის მოთამაშეებსაც კი აღემატება."

"დე კეტელარმა მილანის მაისურით 25 მატჩი, 1020 წუთი ითამაშა და თავი მხოლოდ 1 საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა. ბელგიელმა ბოლო მატჩი ტორინოსთან თასზე ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელად თამაშობდა, მან მეტოქის კარის აღება მაინც ვერ შეძლო."

"რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მან 19 მატჩი ჩაატარა, რომლის განმავლობაშიც ქართველმა 8 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა (1385 წუთი). გარდა ამისა, ხვიჩა ჩარლზს ფასის მიხედვითაც აღემატება. ქართველი ფეხბურთელი ნაპოლიმ 10 მილიონად შეიძინა, ახლა კი კვარაცხელია 60 მილიონი ღირს. მილანისთვის საუბედუროდ, ჩარლზის კარიერა ანალოგიურად არ განვითარებულა."
- წერს იტალიური ვებგვერდი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი