კიდევ ერთხელ! - დავით ნინიაშვილი წლის საუკეთესო მორაგბეა » სპორტის ხაზი

კიდევ ერთხელ! - დავით ნინიაშვილი წლის საუკეთესო მორაგბეა

კიდევ ერთხელ! - დავით ნინიაშვილი წლის საუკეთესო მორაგბეა
13-01-2023, 16:20
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს რაგბის კავშირმა გასული წლის შედეგები შეაჯამა. მართლაც, 2022 წელი ისტორიული გამოდგა ქართული რაგბისთვის, რადგან ბორჯღალოსნებმა, პირველად თავის ისტორიაში, ელიტის ორი წარმომადგენელი, იტალია და უელსი დაამარცხეს.

რაგბის კავშირის გამოკითხვით, 2022 წლის საუკეთესო მორაგბედ საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "ლიონის" უკანახაზელი დავით ნინიაშვილი დასახელდა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

ნინიაშვილმა ბრწინვალედ იასპარეზა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში და ნაკრების ერთ-ერთ ლიდერაც მოგვევლინა. ამას გარდა, "ლიონთან" ერთად "ჩელენჯქაფი" მოიგო და ფინალის საუკეთესო მორაგბედაც დასახელდა.

გამოკითხვის შედეგად წლის საუკეთესო ლელოს ავტორი ბორჯღალოსნების მგეზავი თედო აბჟანდაძე გახდა, რომელმაც იტალიას ულამაზესი ლელო დაუდო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი