ილია სულამანიძე, გიორგი სარდალიშვილი... - წლის პირველი გრან პრისთვის საქართველოს ნაკრების პირველადი განაცხადი ცნობილია » სპორტის ხაზი

ილია სულამანიძე, გიორგი სარდალიშვილი... - წლის პირველი გრან პრისთვის საქართველოს ნაკრების პირველადი განაცხადი ცნობილია

ილია სულამანიძე, გიორგი სარდალიშვილი... - წლის პირველი გრან პრისთვის საქართველოს ნაკრების პირველადი განაცხადი ცნობილია
13-01-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

მომგებიანი 2022 წლის შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 2023 წლის სეზონისთვის მზადებას ავსტრიაში გადის, სადაც თვის ბოლომდე დარჩება.

ძიუდოს მსოფლიო ტურს პორტუგალიის გრან პრი გახსნის, რომელიც 27-29 იანვარს გაიმართება. პირველი დიდი ტურნირი კი, საფრანგეთში ჩატარდება - პარიზის გრანდ სლემი 4-5 თებერვალს გაიმართება.

რაც შეეხება პირველ შეჯიბრს, პორტუგალიის გრან პრის, წინასწარი განაცხადის მიხედვით ტურნირზე საქართველოს ნაკრები 6 ძიუდოისტით წარდგება:

-60 კგ გიორგი სარდალაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი

-73 კგ გიორგი ჩიხელიძე

-100 ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი

+100 საბა ინანეიშვილი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი