ჩაკვეტაძე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს შეიცვლის? - ფეხბურთელის მენეჯერი ქართველის მომავალზე საუბრობს » სპორტის ხაზი

ჩაკვეტაძე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს შეიცვლის? - ფეხბურთელის მენეჯერი ქართველის მომავალზე საუბრობს

ჩაკვეტაძე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს შეიცვლის? - ფეხბურთელის მენეჯერი ქართველის მომავალზე საუბრობს
14-01-2023, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი ჩაკვეტაძემ თანდათან აღიდგინა ძველი სათამაშო ფორმა, რაც რა თქმა უნდა ვლადიმირ ვაისის დამსახურებაა.

მართლაც, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იყო ის ადამიანი, რომელმაც ფორმიდან ამოვარდნილ გიორგის სათამაშო დროს მისცა და ნდობა გამოუცხადა.

ახალგაზრდა შემტევის ხელახალ პროგრესში ასევე დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს ნაკრების ყოფილმა და ამჟამინდელმა კაპიტნებმა - ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ, რომლებიც 'სლოვანის' ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელები არიან.

გიორგი, რომ კარგ ფორმაშია, ამას კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული პროდუქტიული შეხვედრები მიგვანიშნებენ. ქართველმა ფეხბურთელმა 'სლოვანის' მაისურით ევროპული ტურნირის ყველა მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე გადაცემა მიიწერა. (გიორგი კონფერენს ლიგის მეორე საუკეთესო ასისტენტია)

ჩაკვეტაძე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს შეიცვლის? - ფეხბურთელის მენეჯერი ქართველის მომავალზე საუბრობს

სლოვანმა კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა

ასეთი თამაშების შემდეგ, გასაკვირი არ არის, რომ 23 წლის შემტევის ხილვა საკუთარ რიგებში არაერთ კლუბს სურს. თუმცა, როგორც ჩაკვეტაძის მენეჯერმა განაცხადა გიორგი დიდი ალბათობით სეზონს 'სლოვანში' ჩაამთავრებს. (ამის შესახებ ფეხბურთელის მენეჯერს გაზეთი "ლელო" ესაუბრა)

"გიორგი ჩაკვეტაძე ზაფხულამდე იჯარით ეკუთვნის სლოვანს და დიდი ალბათობით, სეზონს ამ გუნდში ჩაამთავრებს."

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე კონტრაქტით ბელგიური 'გენტის' კუთვნილებაა და 'სლოვანთან' საიჯარო ხელშეკრულება მიმდინარე წლის ივნისამდე აკავშირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი