16 იანვარს 2023 წლის პირველი საჩოგბურთო დიდი სლემის შეჯიბრი – ავსტრალიის ღია პირველობა იწყება.
დიდ სლემს 1/64-ფინალიდან დაიწყებს საქართველოს N1 ჩოგბურთელი – ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მეტოქეც მსოფლიოს მერვე ნომერი, ამერიკელი – ტეილორ ფრიცი იქნება. შეხვედრა 16 იანვარს, თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული.
ნიკოლოზ ბასილაშვილი და ტეილორ ფრიცი ერთმანეთს კარიერაში ოთხჯერ შეხვედრიან, საიდანაც 2-ჯერ ქართველმა გაიმარჯვა, 2 გამარჯვება კი ამერიკელ ჩოგბურთელს დარჩა.