ირვინგი "ნეთსიდან" გაცვლის შემთხვევაში კალათბურთიდან წავა » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

ირვინგი "ნეთსიდან" გაცვლის შემთხვევაში კალათბურთიდან წავა

ირვინგი "ნეთსიდან" გაცვლის შემთხვევაში კალათბურთიდან წავა
15-09-2021, 22:20
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, Yahoo Sports იუწყება, ბრუკლინ "ნეთსის" გამთამაშებლისა და ვარსკვლავის, კაირი ირვინგის წარმომადგენლობამ გუნდს უცნაური წინადადებით მიმართა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ ნიუ-ორკელები ოდესმე 29 წლის მოთამაშის სხვა გუნდში გაცვლას განიხილავენ და ამას სრულყოფილად გააკეთებენ, მაშინ ირვინგი კალათბურთიდან სამუდამოდ წავა.

ცნობების მიხედვით, ერთადერთი მიზეზი, რატომაც უკანახაზელი ახლა ასპარეზობს, მისი თანაგუნდელები, ჯეიმს ჰარდენი და კევინ დურანტი არიან.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე "ნეთსის" რიგებს 2019 წლის ზაფხულში, ბოსტონ "სელტიკსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი