'მაღაზიებში მაისურები აღარ დარჩა' - კრიშტიანუ რონალდუს მანია საუდის არაბეთში » სპორტის ხაზი

'მაღაზიებში მაისურები აღარ დარჩა' - კრიშტიანუ რონალდუს მანია საუდის არაბეთში

'მაღაზიებში მაისურები აღარ დარჩა' - კრიშტიანუ რონალდუს მანია საუდის არაბეთში
12-01-2023, 22:45
Aa Aa
გაზიარება:

ალ ნასრს არასოდეს მოუგია აზიის ჩემპიონთა ლიგა, ისინი რიადის პროვინციის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებლებიც კი არიან, თუმცა კრიშტიანო რონალდოს დამატებით გუნდის გარშემო ყველა შეიცვალა.

პორტუგალიელი ვარსკვლავის მოსვლამ კლუბი გარდაქმნა. მისი დებიუტის მოლოდინში, გუნდის მაღაზია და სპორტული ქალაქი იყო პირველი, ვინც განიცდიდა ტრანსფორმაციას. ამდენი ხნის შემდეგ, კრიშტიანო რონალოს წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე სტადიონზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდული იყო, რაც ამ კლუბის ისტორიაში არასდროს მომხდარა.

"გიჟური რამდენიმე დღე გავიდა. ხალხით გაივსო მთელი მაღაზია. ხალხის რაოდენობის გამო მოგვიწია კლუბის დაცვის წევრების გამოძახება, რომ ჩამოსულიყვნენ და დაგვხმარებოდნენ ამის ორგანიზებაში." - ამბობს 'ალ-ნასრის' ოფიციალიური მაღაზიის მენეჯერი.

'მაღაზიებში მაისურები აღარ დარჩა' - კრიშტიანუ რონალდუს მანია საუდის არაბეთში

რონალდოს მაისურები არაბეთში რეკორდული რაოდენობით იყიდება

MARCA-ს ჟურნალისტები ამ სცენარის მომსწრენი გახდნენ. მათი თქმით ყველა, ვინც მაღაზიაში შედის, მიდის კრიშტიანუ რონალდუს მაისურის მისაღებად. ისინი ამბობენ, რომ პირველი გუნდის მაისური, გარდა იმ მანეკენებისა, რომლებიც ამშვენებს მაღაზიას, მეტი არ არის.

მაშინ როცა კვირაში მხოლოდ სამი მედიასაშუალება ესწრებოდა მწვრთნელისა და ფეხბურთელების პრესკონფერენციებს, ახლა 30-ზე მეტი მედია საუდის არაბეთიდან და მრავალი უცხო ქვეყნიდან ესწრება გამოსვლებს.

ახალი ტექნიკა, სრულიად გარემონტებული ოთახები... ალ ნასრში ყველაფერი შეიცვლება. კლუბის კომუნიკაციისა და ორგანიზაციის წევრები დარწმუნებულნი არიან იმ დიდ შესაძლებლობებში, რაც მათ ხელთ აქვთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი