ნიდერლანდური პსესა : "სილესენის წარმატებული ვალენსიური კარიერა დღითიდღე უფერულდება" » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

ნიდერლანდური პსესა : "სილესენის წარმატებული ვალენსიური კარიერა დღითიდღე უფერულდება"

ნიდერლანდური პსესა : "სილესენის წარმატებული ვალენსიური კარიერა დღითიდღე უფერულდება"
15-09-2021, 20:15
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ნიდერლანდური გამოცემა voetbal4u წერს, იასპერ სილესენს "ვალენსიაში" კარგი დღე არ უდგას. სტატიაში ასევე ყურადღება გამახვილებულია მამარდაშვილისა და სილესენის კონკურენციაზე.

"იასპერ სილესენისთვის მძიმე პერიოდი დადგა, ის "ნარინჯისფერებს" ტრავმის გამო გამოაკლდა, ახლა კი რთულ სიტუაციაშია... მთავარი ესპანური გამოცემა, Marca-ს თქმით, "ვალენსიის" მწვრთნელი, ხოსე ბორდალასი სილესენს ესაურბა, რომ მას არ უნდა ეშინოდეს, რადგან ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი მეკარის სტატუსს არ დაკარგავს."

''ნიდერლანდელი მეკარის არყოფნაში კი გიორგი მამარდაშვილს მშვენიერი შანსი მიეცა, რომ ბორდალასს თავისი შესაძლებლობები დაუმტკიცოს და ის თავს ძირითადში იმკვიდრებს, იასპერის წარმატებული ვალენსიური კარიერა კი დღითიდღე უფერულდება" - წერს voetbal4u.

შეგახსენებთ, მამარდაშვილს ლა ლიგის 4 ტურში მხოლოდ 2 გოლი აქვს გაშვებული. 19 სექტემბერს "ღამურები" "მესტალიაზე" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებენ და დიდი ალბათობით "ვალენსიას" კარს ისევ ქართველი კიპერი დაიცავს.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი