"ბარსელონას ადგილას, კვარაცხელიას მესის შემცვლელად ავიყვანდი.." - რუსი კომენტატორი » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

"ბარსელონას ადგილას, კვარაცხელიას მესის შემცვლელად ავიყვანდი.." - რუსი კომენტატორი

"ბარსელონას ადგილას, კვარაცხელიას მესის შემცვლელად ავიყვანდი.." - რუსი კომენტატორი
15-09-2021, 18:34
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა რუსმა საფეხბურთო კომენტატორმა გეორგი ჩერდანცევმა ვრცლად ისაუბრა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ და ყაზანის რუბინის ქართველი ფეხბურთელის მიმართ სიმპათიები არ დაუმალავს. ჩერდანცევის აზრით, კვარაცხელიას შანსი აქვს, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს და მისი ნება რომ იყოს, ხვიჩას ბარსელონაში ლიონელ მესის შემცვლელად აიყვანდა.

ცნობილმა რუსმა საფეხბურთო კომენტატორმა გეორგი ჩერდანცევმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელის მიმართ სიმპატიები არ დაუმალავს. ჩერდანცევის თქმით, მისი ნება რომ იყოს, ხვიჩას ბარსელონაში მესის შემცვლელად აიყვანდა:

'როცა კვარაცხელიაზე ვსაუბრობთ, საკითხი სწორად უნდა დავსვათ. იუვენტუსმა რონალდო ფინანსური პრობლემების გამო ვერ შეინარჩუნა, ხოლო ბარსელონამ კი მესი. თანამედროვე ფეხბურთი ეს ნორმალური ამბავია, როდესაც ახალგაზრდა მოთამაშე კლუბში მიდის, რამდენიმე სეზონს ატარებს, მისი ფასი იმატებს და შემდეგ ის ძვირად იყიდება.

ფეხბურთი ხომ მხოლოდ გართობა არაა, ის ბიზნესიცაა. კვარაცხელიას მაგივრად, სხვა მოთამაშეები მოვლენ და იმედია, ისინიც ასეთი წარმატებულები იქნებიან, თუმცა მისი მსგავსი პოტენციალის მქონდე ფეხბურთელის მოძიობა იოლი არ იქნება. ვფიქრობ, რომ კვარაცხელია უნიკალური ტალანტის მქონე ფეხბურთელია. მას მაღალ დონეზე თამაში ნებისმიერ ჩემპიონატში და ნებისმიერ კლუბში შეუძლია.

ბარსელონას ადგილას, მას მესის შემცვლელად ავიყვანდი. ხვიჩასნაირი ფეხბურთელები ინგლისშიც უყვართ: სწრაფი და ტექნიკური. თუ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეექმნა, ბრწყინვალე კარიერა უნდა ჰქონდეს. ხვიჩას შეუძლია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფეხბურთელი გახდეს
', - განაცხადა ჩერდანცევმა.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი