მესის ევროპაში დარჩენა სურს - რა არის ამის მიზეზი » სპორტის ხაზი

მესის ევროპაში დარჩენა სურს - რა არის ამის მიზეზი

მესის ევროპაში დარჩენა სურს - რა არის ამის მიზეზი
12-01-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

მიუხედავად "ინტერ მაიამის" დიდი ინტერესისა, ლეო მესი "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტის გახანგრძლივებასა და ევროპაში ყოფნას კიდევ რამდენიმე წლით აპირებს.

როგორც ჩანს, არგენტინელი კონტინენტის დატოვებას ჯერ იმიტომ არ ჩქარობს, რომ მისი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მეხუთედ მოგებაა.

ყველაზე პრესტიჟული საკლუბი ტურნირი მესიმ ბოლოს 2015 წელს აღმართა "ბარსას" მაისურით.

მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებულმა ტრიუმფმა 35 წლის მეგავარსკვლავის მოტივაცია კიდევ უფრო გაზარდა. იგი "პარი სენ ჟერმენის" ვარსკვლავურ გუნდთან ერთად წარმატების მიღწევას ეცდება.

იმ შემთხვევაში თუ საფრანგეთის დედაქალაქელებმა ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, ეს მათი არსებობის ისტორიაში პირველად მოხდება.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "პსჟ" მიუნხენის "ბაიერნს" შეხვდება. მატჩები 14 თებერვალსა და 8 მარტსაა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი