მოგეხსენებათ, ფეხის მოტეხილობის გამო, მანუელ ნოიერი მინიმუმ მომდევნო სეზონამდე იუქმებს.
ტრავმის მიღებამდე, მანუ მიუნხენის ბაიერნის გუნდში გამოკვეთილი ლიდერი იყო და დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებმა კიმიხს სწორედ ნოიერის არ ყოფნაში გუნდის ლიდერობაზე ესაუბრეს, რაზეც რეკორდმაისტერის შუახაზელმა უპასუხა:
"არ ვგრძნობ, რომ ჩემი როლი იცვლება ან სამომავლოდ უნდა შეიცვალოს. საქმის კეთებას ისე გავაგრძელებ, როგორც ამას წარსულში ვაკეთებდი. საბოლოო ჯამში, მოედანზე თამაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადღებასაც ამაზე ვამახვილებ", - განაცახადა კიმიხმა.